„მოხეტიალე ჩელოს მელოდიები’’ - კონცერტი 6 ივლისს გაიმართება

04 ივლისი 2023, 11:05 744 ნახვა

‘’მოხეტიალე  ჩელოს მელოდიები’’  -  ცნობილი ვიოლონჩელისტი  იან მაქსინი  საქართველოშია,  ის  ბათუმსა და თბილისში  კონცერტებს გამართავს. 

ამერიკაში მოღვაწე   შემსრულებელი  საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. მაქსინი  მხარდაჭერას უკრაინას უცხადებს. ის ბათუმელი მსმენელის წინაშე ბათუმის საზაფხულო თეატრში 6 ივლისს წარსდგება, 8-ში  კი კონცერტი დედაქალაქშია დაგეგმილი. 

მაქსინი არაერთ ენაზე  ასრულებს  მელოდიებს  და  მსმენელს   ქართულ  მუსიკალურ  ნაწარმოებებსაც   შესთავაზებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში