იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა

04 ივლისი 2023, 14:14 629 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა 1 წლით გახანგრძლივდა და ის ამ თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბრამდე დარჩება. ამის შესახებ თავად სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილება გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების ვადის 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივების შესახებ. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში, ხოლო უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - წერს იენს სტოლტენბერგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში