გიორგი წიტაიშვილი "დინამო" ბათუმში ითამაშებს

04 ივლისი 2023, 17:42 989 ნახვა

"დინამო" ბათუმი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით გიორგი წიტაიშვილით გაძლიერდება. კიევის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველი ბათუმურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

წიტაიშვილი წარსულში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. 2021 წლიდან კი გიორგიმ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ცოტა ხნის წინ კი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად წიტაიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და 4 მატჩში გოლი და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ბათუმელები ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებენ.

გეგუჩაძის გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტირანას" 13 ივლისს სტუმრად, 20 ივლისს კი შინ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში