უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი

04 ივლისი 2023, 19:25 597 ნახვა

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკზე თავდასხმის შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.

ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიში, წინასწარი ინფორმაციით ფეთქებადი ჭურვი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში