ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, “ვაგნერელები“  ტერორისტებად აღიარა

05 ივლისი 2023, 11:02 562 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი - ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ რეზოლუციაში, რომელიც გუშინ  მიიღეს, ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ მოქმედებდა რუსეთის მთავრობის სახელით, მის მიერ იყო დაფინანსებული და თავისი არსითა და განზრახვებით სრულიად სამართლიანად შეიძლება შეფასდეს ტერორისტულ ორგანიზაციად.

დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაგმობილია ბელარუსის მთავრობის მიერ „ვაგნერის“ მხარდაჭერა და ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დაჯგუფებისთვის სამხედრო ბაზის მშენებლობა, რაც საფრთხეს უქმნის ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში