გაეროს უშიშროების საბჭომ ბავშვებისა და შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო ანგარიში განიხილა

06 ივლისი 2023, 10:50 526 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ ბავშვებისა და შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო ანგარიში განიხილა, რომელიც ახლა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ძალებსაც მოიცავს. 

ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2022 წელს გაერომ შეისწავლა მთელ მსოფლიოში ბავშვთა უფლებების სერიოზული  დარღვევების 27 ათას 180 შემთხვევა.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა  რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მოკვლის გამო დაადანაშაულეს - ნათქვამია მოხსენებაში.

რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ დასავლეთი და გენერალური მდივანი წარმართავენ "ბინძურ საინფორმაციო კამპანიას" რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში