“ქართული რაგბი ევროპული საკლუბო ოჯახის წევრი გახდა” - იოსებ ტყემალაძე

06 ივლისი 2023, 22:10 541 ნახვა

დღეს ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ადმინისტრაციამ ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – ახალი სეზონიდან ქართული კლუბი „შავი ლომი“ ევროპის „ჩელენჯ ქაფზე“ ითამაშებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ:

“მადლობა ევროთასების ტურნირის პრეზიდენტ დომენიკ მაკკეის, მადლობა მსოფლიო რაგბის, საქართველოს მთავრობას მუდმივი მხარში დგომისთვის, მადლობა რაგბის კავშირის გუნდს, ჩვენს საამაყო მორაგბეებს საოცარი თამაშისთვის, რამაც დიდწილად განაპირობა საქართველოს მოხვედრა ევროპის ელიტაში; საკლუბო დონეზე ჩვენი საერთო ოცნება ახდა, გილოცავთ, ვირაზმებით მომდევნო ოცნების ასახდენად.“ იოსებ ტყემალაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში