რუსმა სამხედროებმა ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში განახორციელეს - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი

07 ივლისი 2023, 10:03 514 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი ადამიანი, ხოლო დაშავდა 42, მათ შორის, სამი ბავშვი. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია სახლების ნგრევა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ხერსონზე.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში, სავაჭრო ობიექტებში. დაშავდა 10 ადმაიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და ბახმუტის მიმართულებით კლიშჩეევკას რაიონში არიან გამაგრებული, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში