ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხ კოლეგას შეხვდა

07 ივლისი 2023, 11:01 550 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პრაღაში ჩავიდა, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეალური იქნება, თუ ქვეყანას ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვევენ.

ზელენსკიმ ასევე უკრაინის შეტევაზეც ისაუბრა, პრეზიდენტის განცხადებით შეტევა არ არის სწრაფი, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად წინ მიიწევენ და არა უკან.

თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა,მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და მის ფინანსურ დახმარებაში წვლილი შეიტანოს. პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მოკავშირეებმა კი უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში