სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია

07 ივლისი 2023, 11:05 431 ნახვა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. დოკუმენტი სააგენტოს უფროსმა ექსპერტებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს გააცნო.    

დოკუმენტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ 25-28 აპრილს ქვეყანაში ჩატარებული სივრცითი ფორუმის ფარგლებში დამუშავებულ დავალებას ეფუძნება.  

პროცესში აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ადამიანის განსახლების პროგრამისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში