ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალშენში - ენმ-ის ბრიფინგი

07 ივლისი 2023, 14:08 625 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა'' ხელვაჩაურის მერიას კორუფციასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაუსრულებლობაში ადანაშაულებს.  

მიშა  ბოლქვაძის განცხადებით, ახალშენის მეურნეობაში მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებთ,  რამდენიმე დღის განმავლობაში  უწყლოდ არიან, ასევე დასახლებაში დაზიანებულია სტადიონი, არ აქვთ გარე განათება და ავარიულია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი საავტომობილო გზაც.

ბოლქვაძისვე თქმით, აღნიშნულს სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაც ემატება, ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ 126 ათასი ლარი დაიხარჯა ახალი სანიაღვრე სისტემის მონტაჟისთვის,  თუმცა სამუშაოები ხარვეზითაა შესრულებული და დაუსრულებელია.  

ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში