„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა

07 ივლისი 2023, 18:12 713 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ„ - აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეისწავლა.მესამე სექტორმა შესწავლილ  ობიექტებთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ  რეგიონში 8 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები გაჭიანურებულია და სამუშაოები  ვადების გადაცილებით და ხარვეზით მიმდინარეობს. ანგარიშში მოხვდა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორიცაა: ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება , მწვანე ქალაქი ქობულეთში , ბათუმის ყინულის მოედანი,  საცურაო აუზი , დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა და  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ე.წ. „ოცნების ქალაქში. საერთაშორისო გამჭვირვალობაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პროექტებზე სამუშაოები 2021  და 2022 წლებში უნდა დასრულებულიყო . ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს სამუშაოების შესწავლისკენ მოუწოდებს. არასამთავრობოს კვლევასთან  დაკავშირებით საქართველოს საგზაო დეპარტამენტში და სხვა უწყებებში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში