პრეზიდენტის განცხადება

08 ივლისი 2023, 12:00 522 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს  დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალს“ გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.

სალომე ზურაბიშვილს  მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“.

„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში