უკრაინის სწრაფვა ნატო-სკენ

08 ივლისი 2023, 15:01 634 ნახვა

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გუშინ სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ოფიციალური ვიზიტით ჯერ ჩეხეთში, შემდეგ ბულგარეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.

თურქეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში, ლიდერებს შორის განხილვის თემა ვილნიუსის სამიტს, უკრაინის მშვიდობის ფორმულასა, მარცვლეულის ინიციატივას ეხებოდა. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს  წევრობას იმსახურებს. ცნობისთვის გუშინ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს შეუერთდება.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ალიანსისგან ერთიანობის მოლოდინზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ დაცულები არიან და ამას სწორედ ერთიანობა აგრძნობინებთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში