ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა პრაიდფესტი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს

08 ივლისი 2023, 18:05 627 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც პრაიდის ფესტივალი უნდა გამართულიყო და პრაიდის მოწინაღმდეგეები მივიდნენ.

პრაიდის ფესტივალის მონაწილეები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, აღნიშნულზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თქვა, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს კორდონების გარღვევა, რის გამოც პრაიდის მონაწილეები ტერიტორიიდან განრიდება გახდა საჭირო. განცხადება გაავრცელეს თბილის პრაიდის ორგანიზატორებმაც. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში