სპორტული სასკოლო ოლიმპიადა 

08 ივლისი 2023, 20:08 953 ნახვა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში დასავლეთის ჩემპიონმა ბორჯომის საჯარო სკოლა ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა, მოგვიანებით ვაჟებს შორისაც გაიმართა, სადაც ჩემპიონობა საჩხერის საჯარო სკოლამ იზეიმა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ყოველწლიურად, სპორტის 7 სახეობაში იმართება და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. 

წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 8000-მდე სკოლის 70 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. გამარჯვებული სკოლები რამდენიმე სახეობაში უკვე გამოვლინდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში