ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა პრაიდფესტი ჩაშალეს 

08 ივლისი 2023, 20:06 587 ნახვა

დაგეგმილი პრაიდ-ფესტივალი დღეს კონსერვატორული ჯგუფების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ჩაიშალა. ისინი ლისის ტბაზე გამოყოფილ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ინვენტარი დაშალეს, ნაწილი კი დაისაკუთრეს.

დღეს პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. 2 წლის წინ მომხდარის თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად იცავდა ჟურნალისტებს და არც უშუალო დაპირისპირებას ჰქონია ადგილი, თუმცა შემთხვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ჭრილში.

ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები მათ დასაცავად, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყოველგვარ ძალადობას გმობენ, მაგრამ პოლიციის პასიურობაზე გაკეთებულ აქცენტს არ ეთანხმებიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში