ბრაზილიაში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

09 ივლისი 2023, 10:20 544 ნახვა

14 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად. მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა პერნამბუკოს შტატში მოხდა. 4 სართულიანი შენობის ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში უხვი ნალექი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ამინდის გაუარესებას კვლავ ელოდებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში