ქვეყნები უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ეწინააღმდეგებიან

09 ივლისი 2023, 10:58 603 ნახვა

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან. რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთი იმ 123 ქვეყანას უერთდება, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასეთი ჭურვების გამოყენების ამკრძალავ კონვენციას. აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინის  მხარდაჭერას გააგრძელებს.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახმარებლად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს. არა კასეტურ საბრძოლო მასალებს და კი უკრაინის ლეგიტიმურ თავდაცვას - აღნიშნავს ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონვენციით რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ ასზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, აკრძალულია კასეტური იარაღის გამოყენება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში