მოსკოვი თურქეთს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს

09 ივლისი 2023, 11:20 548 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აზოველების უკრაინაში დაბრუნებას გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. 

პესკოვის განცხადებით, აზოველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა, რაც სავარაუდოდ უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება. აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის წინ თურქეთზე თითქოს ზეწოლა განხორციელდა, რაც რუსეთს კარგად ესმის, თუმცა ხელშეკრულების დარღვევა მიუღებელია.

ცნობისთვის, შეთანხმების მიხედვით, ომის დასრულებამდე აზოველები თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში