სუდანში საჰაერო თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა

09 ივლისი 2023, 14:08 600 ნახვა

სუდანში საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს, ყველაზე მომაკვდინებელი საჰაერო თავდასხმაა.

შემთხვევა დედაქალაქის მეზობელ, ქალაქ ხართუმში მოხდა. იერიშის შედეგად დანგრეულია შენობები, არიან დაშავებული მოქალაქეებიც.

სუდანის არმია და გასამხედროებული ძალები აპრილის შემდეგ იბრძვიან დედაქალაქზე კონტროლის დასამყარებლად. 

გასულ თვეში ხართუმში თავდასხმას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში