ბერლინს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გადადება სურს - ტელეგრაფი

09 ივლისი 2023, 14:50 549 ნახვა

გერმანია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვისთვის ემზადება. მედიის ინფორმაციით, ქვეყანას საკითხის გადადება სურს, რადგან რუსეთთან შესაძლო ომის საშიშროებას ხედავს, რის გამოც ვილნიუსის სამიტზე ოფიციალური ბერლინი მოკავშირეებს ყურადღების გამახვილებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ნაცვლად, მისი უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას სთხოვს. 

წყაროს ცნობით, ბერლინს არ სურს გამოსცადოს ვლადიმერ პუტინის ქმედება ალიანსის მე-5 მუხლთან მიმართებით. ნატო-ს მე-5 მუხლის თანახმად, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც თავს დაესხმება გარე აგრესორი, აქვს უფლება მოითხოვოს სამხედრო ჩარევა დანარჩენი მოკავშირეებისგან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში