ლონდონში ბაიდენსა და სუნაკს შორის შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი 2023, 14:18 559 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუნინგ სტრიტ 10-ში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მიიღო. ბაიდენი  ლონდონში კვირას გვიან ღამით ჩაფრინდა ევროპული ტურნეს ფარგლებში  აშშ-ის პრეზიდენტი სამ ქვეყანას ეწვევა  და მონაწილეობას მიიღებს ლიეტუვაში  ნატოს სამიტში. ალიანსის წევრების შეხვედრა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვას. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ლონდონში ვიზიტი არ ატარებს ოფიციალური შეხვედრის ხასიათს. ეს  პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ვიზიტია დაუნინგ სტრიტზე. მოგვიანებით ბაიდენი უინძორის ციხესიმაგრეში   მეფე ჩარლზს შეხვდება. 

ლონდონიდან ბაიდენი და სუნაკი ლიეტუვაში სამიტზე გაემგზავრებიან. ლიეტუვიდან  ბაიდენი  სავარაუდოდ გაემგზავრება ჰელსინკიში, სადაც  სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში