ორეხოვოში სამძებრო სამუშაოები დასრულდა, თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

11 ივლისი 2023, 10:14 648 ნახვა

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, უკვე დასრულებულია. 

შეგახსენებთ, რუსებმა ორეხოვოში, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა, მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს. 

გასულ 24 საათში კი, რუსებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების საფრთხის გამო, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების ხმა ისმოდა სუმისა და ოდესის ოლქებში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, 15 შეტევა განახორციელა მოწინააღმდეგის საკონცენტრაციო უბნებზე. ასევე ჩამოგდებულია ოკუპანტების 3 ოპერაციულ - ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში