ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

11 ივლისი 2023, 10:30 542 ნახვა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა  და ვიდეოებზე აღბეჭდილია ლავა და კვამლი, რომელიც  მთის მხარეს მიწაში არსებული ნაპრალისგან წარმოიქმნება.

რეიკიანესის ნახევარკუნძული დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვულკანური და სეისმური ცხელი წერტილია.

2021 წლის მარტში ფაგრადალსფიორის ვულკანურ სისტემაში მიწაში 500-750 მეტრის სიგრძის ნაპრალიდან ლავის შადრევნები  ამოიფრქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში