სამიტზე უნდა დაადასტურონ, რომ უკრაინა ნატოს დე ფაქტო წევრია - ზელენსკი

11 ივლისი 2023, 11:50 550 ნახვა

ვილნიუსის სამიტმა უნდა დაადასტუროს, რომ უკრაინა არის სამხედრო ალიანსის დე ფაქტო წევრი - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

”ალიანსის უმრავლესობა მტკიცედ დგას ჩვენთან ერთად”, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვისას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტზე ასევე განიხილება უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში