ნატოს ვილნიუსის სამიტი

11 ივლისი 2023, 17:56 702 ნახვა

მოსკოვის მხრიდან უსაფრთხოების საფრთხეები, უკრაინისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება არის დღის წესრიგის მთავარი საკითხები ნატოს სამიტის,რომელიც დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაიწყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტს უკვე ისტორიული უწოდა.რამდენიმე თვიანი დაბრკოლებების შემდეგ შვედეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება. შეთანხმებას ნატოს მოკავშირეებმა გუშინ მიაღწიეს. რაც შეეხება ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას, ნატოს დაგეგმილი აქვს გაწევრიანების მაგივრად, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ხანგრძლივ სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს.ამას გარდა, ვილნიუსში ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატი ამოქმედდება. საინაუგურაციო შეხვედრა ხვალ, 12 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით გაიმართება, რომელიც უკვე ჩავიდა ლიეტუვის დედაქალაქში. სტოლტენბერგის განცხადებით, უნდა მოიხსნას უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების მოთხოვნა, რაც უკრაინისთვის წევრობის მიღების პროცესს ორეტაპიანიდან ერთეტაპიან პროცესად გადააქცევს. უკრაინის ხელისუფლება ვილნიუსის სამიტიდან ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა იმსახურებს თავის ადგილს ალიანსში.იმის მიუხედავად, რომ ომი ხელს უშლის უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას, შესაბამისი სიგნალი უკვე ახლა არის საჭირო-განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში