დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს

12 ივლისი 2023, 10:26 601 ნახვა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს 65 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს უკრაინაში აღჭურვილობის შეკეთებისა და სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და დააბრუნებს მშვიდობას ევროპაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში