ბათუმელი ნიჩბოსნების წარმატება 

12 ივლისი 2023, 14:00 701 ნახვა

ოქროს მედლები და ნაკრების წევრობა - ბათუმელი ნიჩბოსნების მორიგი წარმატება. საქართველოს პირველობაზე 18 მედალი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს - ასე დასრულდა ორდღიანი ჩემპიონატი  რუსთავში. 

მნიშვნელოვანი საპრიზო ადგილების გარდა, ბათუმელი ნიჩბოსნებიდან ორი უკვე კარინა ლუკიანენკო და ირაკი სულაბერიძე  საქართველოს ნაკრებში ირიცხებიან. წინ ფოთში დაგეგმილი ჩემპიონატი, მოგვიანებით კი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც ბათუმი აგვისტოში უმასპინძლებს.

სპორსტემენებს ბოლო რამდენიმე წლის შედეგების გათვალისწინებით აქვთ მოლოდინი, რომ წარმატების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება და, რომ ბათუმის სპორტული ცენტრის ნიჩბოსნები კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს მიაღწევენ.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ნიჩბოსნობის კლუბში გაწევრიანება უფასოა და რამდენიმე ათეული წელია ნურის ტბაზე  ნიჩბოსნები ყოველდღიურ წვრთნებს გადიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში