წყალდიდობა თურქეთში

12 ივლისი 2023, 11:30 611 ნახვა

ძლიერი წყალდიდობის შედეგად, თურქეთში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კოზლუქი, ბეზირგანი, მელენი, დაფერიე და აიდოღანის დასახლებები მძიმე სტიქიას ებრძვიან. წყალდიდობის შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

სტიქიის ზონაში სატრანსპორტო გზების დატბორვამ გადაადგილების პრობლემაც შექმნა. ჩამოთვლილი დასახლებები სტამბოლის პროვინციას წარმოადგენს და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივ თვითმმართველობას მიყენებულ ზიანზე ჯერ სრული ინფორმაცია არ გააჩნია და მიყენებულ ზარალ ითვლიან. ძლიერი წვიმის შედეგად გზა ჩაინგრა ქალაქ ორდუში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში