ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატიდან 39 მედლით დაბრუნდნენ

12 ივლისი 2023, 07:21 766 ნახვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები მოლდოვაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით  - გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.

ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 სპორტსმენიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა. გარდა ამისა დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.

საერთო ჯამში 39 მედალია, საიდანაც ვაჟთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
15 და 17 წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში