ნატო-უკრაინის საბჭო

12 ივლისი 2023, 17:52 785 ნახვა

ვილნიუსში ნატო-უკრაინის ახლად შექმნილი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ნატოს ლიდერები განმარტავენ, რომ ადრე არსებული ნატო-უკრაინის კომისიის ნაცვლად ამ საბჭოს შექმნა ურთიერთობების დონის ამაღლება და ერთ-ერთი ნაბიჯია მომავალში უკრაინის ალიანსში მიღებისკენ. საბჭოში უკრაინა მოკავშირეებთან თანაბარი უფლებებით ისარგებლებს და საჭიროების შემთხვევაში საბჭოს  მოწვევას თავად შეძლებს. შეხვედრის დასაწყისში სტოლტენბერგი მოკლე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ნატოს მიზანია დაეხმაროს უკრაინას დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას  და მომავალში შეძლოს  მოსკოვის  შეკავება.  სტოლტენბერგის განცხადებით, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ ორგანოს სხდომის ბლოკირება არა ერთ ქვეყანას შეეძლება, მათ შორის უნგრეთს. მისივე თქმით, საბჭო გახდება ფორუმი, სადაც უკრაინა და ნატო-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს როგორც სხდომის სწორუფლებიანი მონაწილეები შეხვდებიან, გაივლიან კონსულტაციებს კრიზისულ საკითხებზე და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, საბჭო ასევე ნატო-სა და უკრაინას შორის პოლიტიკურ კავშირებს გააძლიერებს. უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნის მიზანს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების უზრუნველყოფაა-განაცხადა ნატოს გენმდივანმა. ამის შემდეგ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში