მოსახლეობის მოთხოვნა

22 თებერვალი 2017, 00:00 3168 ნახვა

მოსახლეობის მიერ პეტიციის წესით ინიცირებული საკითხები განიხილეს დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომაზე. პეტიცია  4  თემაზე იყო წარდგენილი, ესენია:  ფიჭვნარის დასახლებაში არსებული სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვის, სოფლებსა და დაბაში, საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობის, სასმელი წყლის შადრევნების მოწყობისა და სოფლებსა და დაბაში დამისამართებულ ადგილებში აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხები. კომისია  გადაწყვეტილების მიღებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართავს, რათა გამოიყოს ფინანსები.

ამავე კატეგორიაში