საქართველო 78:91 შვედეთი

12 ივლისი 2023, 19:51 542 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში შვედეთს დაუპირისპირდა და 78-91 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან 19-19 ქულა გიორგი ნაცვლიშვილმა და გიორგი სულაბერიძემ ჩააგდეს, 14 ქულა ჰქონდა ბაქარ ბერეკაშვილს. შეგახსენებთ რომ B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ უკრაინასთან 55:82 წააგო, მეორე ტურის შეხვედრაში კი კოსოვოს ნაკრებს 80:70 მოუგო. ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში