საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან დამარცხდა

12 ივლისი 2023, 19:52 561 ნახვა

სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეორე შეხვედრაში ბულგარეთს შეხვდა და სამ სეტში 17:25 17:25 15:25 დამარცხდა. გუშინ კი საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კი სერბეთი დაამარცხა და პირველი ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ფრენბურთელებმა მასპინძელ სერბეთს 5 სეტიან, უმძიმეს დაპირისპირებაში 3:2 სძლიეს. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 13 ივლისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში