“ღირსეული პარტნიორი 2016”

19 მაისი 2016, 00:00 3990 ნახვა
00:00
00:00

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა. ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია - „შეტევა საბრძოლო სროლებით“ განახორციელეს. ამოცანის შესრულების დროს  საქართველოში წარმოებული, „დელტაში“ აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გამოიყენეს. ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანი ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში   მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი