საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

13 ივლისი 2023, 10:24 871 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი აზერბაიჯანი 81:66 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო 20 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი ნაცვლიშვილი იყო. გიორგი სულაბერიძემ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ელგუჯა ხვედელიძემ – 13.

ამრიგად C ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 2 მოგებითა და 2 წაგებით მე-3 ადგილი დაიკავა. ჯგუფი 4 გამარჯვებით შვედეთმა მოიგო.

მეორე პოზიციაზე კი 3 მოგებით უკრაინა გავიდა და სწორედ ეს ორი გუნდი გააგრძელებს ელიტის სამი საგზურისთვის ბრძოლას.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები კი მე-9 / მე-16 ადგილისთვის 14 ივლისს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში