აშშ და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს - სერგეი ლავროვი

13 ივლისი 2023, 11:38 815 ნახვა

შეერთებული შტატები და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით. ფაქტს, რომ კიევს ეყოლება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, მოსკოვი აღიქვამს, როგორც მუქარას დასავლეთის მხრიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„უაღრესად საშიში განვითარების მხოლოდ ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების კიევის რეჟიმისთვის გადაცემის თაობაზე. ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ის ატომურ ძალებს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ რუსეთს არ შეუძლია, უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ატარონ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გაჩენის ფაქტს რუსეთი დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში