შეხვედრა ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებთან

13 ივლისი 2023, 12:01 640 ნახვა

ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. პოლონეთში მიმდინარე 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიგი პაქსაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში აჩიკო ბოლქვაძე მეოთხედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში