კიევზე დრონების გამოყენებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

13 ივლისი 2023, 10:26 517 ნახვა

რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი  დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე,  დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის პოდოლსკისა და კიდევ სამ რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, არის ნგრევა.

შეგახსენებთ, რუსეთი კიევზე საჰაერო თავდასხმას ზედიზედ მესამე ღამეა ახორციელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში