თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას შემოდგომაზე მოახდენს

13 ივლისი 2023, 11:15 582 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი თურქეთის პარლამენტში შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას შემოდგომისთვის ვარაუდობს, როცა საკანონმდებლო ორგანო მუშაობას განაახლებს.

ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ დოკუმენტის რატიფიკაციამდე თურქეთს  შვედეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით  საგზაო რუკა უნდა მიაწოდოს.

შეერთებული შტატებიდან ეფ-16 ავიაგამანადგურებლების მიწოდების თაობაზე, ერდოღანმა თქვა, რომ ის "უფრო იმედიანია, ვიდრე ოდესმე" პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში