სერგეი ლავროვი ინდონეზიაში ე.წ. ასეანი-ს სამიტში მონაწილეობს

13 ივლისი 2023, 10:50 573 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით,  მისი ქვეყანა მუდმივად მხარს უჭერს აზია-წყნარი ოკეანის არქიტექტურის გაძლიერებას, რადგანაც ლავროვის თქმით ,  ეს არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფუძველი რეგიონში.

ლავროვმა ეს განცხადება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ე.წ. ასეანის კოლეგებთან შეხვედრისას გააკეთა ჯაკარტაში, სადაც რეგიონული ბლოკი ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს.

რუსეთი ცდილობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების დამყარებას აზიის ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები  დაუწესა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში