ბრიუსელში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

13 ივლისი 2023, 14:05 621 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 15 ივლისს ბრიუსელში შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს  და მასთან ერთად ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ აზერბაიჯანის კუთვნილი, სომხებით დასახლებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის საკითხზე ხანგრძლივი დავის მშვიდობიანად მოგვარებას. ბოლო ომი სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის 2020 წლის ბოლოს გაჩაღდა და შვიდი ათასი სამხედრო იმსხვერპლა.

რუსეთის შუამავლობით მიღწეულ ზავს მოჰყვა რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგება არეალში, ხოლო აზერბაიჯანმა კონტროლი აღიდგინა 1990-იან წლებში დაკარგული მიწების ნაწილზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში