საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

13 ივლისი 2023, 19:57 575 ნახვა

20-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფის ბოლო მატჩი გამართა და მე-2 გამარჯვება იზეიმა, აზერბაიჯანი 81:66 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო გიორგი ნაცვლიშვილი იყო 20 ქულასთან ერთად 11 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. აზერბაიჯანელთა გამორჩეული ვარსკვლავი კი როდერიკ ბოიო ანდერსონ III იყო 31 ქულით. ის მოედნიდან არ გასულა - 40 წუთი სრულად ითამაშა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი სულაბერიძემაც - 17 ქულა და 10 მოხსნა, ელგუჯა ხვედელიძის ანგარიშზე 13 ქულაა. C ჯგუფი 4 გამარჯვებით შვედეთმა მოიგო, უკრაინა 3-ით მე-2 პოზიციაზე გავიდა. ეს ორი გუნდი აგრძელებს ელიტის სამი საგზურისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრებმა 2-2 მოგება წაგებით მე-3 ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდი მე-9 ადგილისთვის ბრძოლას 14 ივლისს ფინეთთან მატჩით იწყებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში