„მარცვლეულის შეთანხმება“ გახანგრძლივდება, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაპირებების შესრულების შემდეგ - პუტინი

14 ივლისი 2023, 10:50 538 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმებით“ გათვალისწინებული არცერთი პუნქტი, რომელსაც რუსეთის ინტერესები უნდა გაეთვალისწინა, არ შესრულდა. მედიასთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ პუნქტები, რომლებიც ეხებოდა ლოგისტიკას, დაზღვევასა და ფულად მოძრაობას და ისინი დაკავშირებული იყო წარმოებასთან, არ შესრულდა.

პუტინის თქმით, ეს ცალმხრივი თამაშია. პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუსეთი მომავლისთვის ახალ პირობებს განიხილავს, რაც რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას გულისხმობს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნები დაპირებებს შეასრულებენ.

პუტინს შეთანხმების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შეთანხმების შეჩერების შედეგი გლობალურ სასურსათო დაუცველობაში აისახება. „ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში