გამარტივებული მიმოსვლა საქართველო-სომხეთს შორის 

14 ივლისი 2023, 12:00 629 ნახვა

შეთანხმება საქართველოსა და სომხეთს შორის დღეიდან ძალაშია.  დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები.

შეთანხმება ერევანში მიმდინარე  წლის 12 იანვარს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ასე გამოეხმაურა გამარტივებულ მიმოსვლას საქართველოსა და სომხეთს შორის  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  "ტვიტერში".

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ  ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში