ინკლუზიური განათლება

14 ივლისი 2023, 14:15 1072 ნახვა

ინკლუზიური განათლების საკითხზე დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმში. დისკუსიის თემა იყო ინკლუზიური განათლების პრაქტიკის და ახალი მიდგომების დანერგვა, როგორც ფორმალური სწავლების პროცესში, ასევე არაფორმალურ აქტივობებში. 

პროექტი “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერასმუს პლიუსის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში 2020 წლიდან ხორციელდება.

პროექტის პარტნიორები არიან    შეზღუდული შესაძლებლობების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია ჩართული, მათ შორის თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახალი სასწავლო კურსი მზადდება. მათი თქმით, სპეციალისტების გადამზადება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ინკლუზიური განათლების ხარისხს გააუმჯობესებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში