„მთის დღეები 2023“

15 ივლისი 2023, 11:58 854 ნახვა

საქართველოში „მთის დღეები“ იწყება. დღეს ღონისძიებას რაჭა, თუშეთი და იმერეთი უმასპინძლებს, ხოლო 22 ივლისს „მთის დღეების“ მასპინძელი ყაზბეგი, სვანეთი და გურია იქნება.

ღონისძიებების ფარგლებში ყველაფერი, რაც მთასთან კავშირშია ერთ სივრცეში ინაცვლებს და ვიზიტორებს განსხვავებულ პროგრამას სთავაზობს.

საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ, გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

შესრულდება მუსიკალური ნომრები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. ფესტივალის მიზანი, სამთო ტურიზმის პოპულარიზაციაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში