შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედას ბრალი წარედგინა

15 ივლისი 2023, 15:08 697 ნახვა

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედამ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა.

მომხდარზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობისთვის წარუდგინა. შემთხვევა 13 ივლისს მოხდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში