რეკორდული სიცხის გამო იტალიის 16 ქალაქში განგაში გამოცხადდა

15 ივლისი 2023, 14:30 760 ნახვა

ევროპაში სიცხის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. იტალიის 16 ქალაქში განგაში გამოცხადდა.

მთავრობა წითელი ნიშნულით დაფარულ რაიონებში მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს 11:00-დან 18:00-მდე, ასევე მოერიდონ ყავასა და ალკოჰოლს, რომლებიც დეჰიდრატაციას იწვევს. რეკომენდებულია დღეში სულ მცირე 2 ლიტრი წყლის დალევა.

სინოპტიკოსები მომავალ კვირას ევროპაში კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

განსაკუთრებული ზომები მიიღეს საბერძნეთშიც. ათენში, ვიზიტორების დაცვის მიზნით დაიხურა აკროპოლისი.

სიცხის გამო დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა გერმანია და პოლონეთიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში